
წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ აღდგომის წირვაზე-ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, როდესაც აღნიშნა, რომ წელს წირვაზე ვერ მივა.
„სამ დღეში ბზობაა, 10 დღეში აღდგომა, მე არ მახსოვს, ჩემი ცხოვრენის არც ერთი წელი, როდესაც ეკლესიაში არ მივსულვარ აღდგომის წირვაზე, ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია. თუმცა წელს სხვა ვითარებაა და ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამე თუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს კანონი და წესი.ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.