პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შედგომი გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 - რეკომენდირებული.
ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის საკმაოდ ფუნდამენტური კვლევით, კორონავირუსის დაახლოებით სამი ტიპი გამოიყო: A, B, C , - ამის შესახებ მან, ფარმაცევტულ კომპანია Servier Georgia-ს Facebook გვერდზე ლაივ ჩართვის დროს განაცხადა.
27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
დღეს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ არ არსებობს მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, წამალი, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების და მობილობის შემცირებისა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა კორონავირუსთან ბრძოლის სამი თვე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გაკეთებულა, ეხებოდა მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდი ვირუსთან ბრძოლის პროცესში, პირველ რიგში, პროფესიონალების რჩევებს ეყრდნობა.
ბოლო 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.