მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში სოსო დანელიამ, რომელმაც სასაფლაოზე დაინახა მამაკაცი, რომელიც მისივე მოგვარე იყო და, ამავდროულად, მამინაცვლად ეკუთვნოდა, 71 წლის კაცს ყელი გამოსჭრა.
"We Are One (Ole Ola)" - ასე ჰქვია ფეხბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს.
ზუგდიდში ჩასულ საქართველოს პრემიერმინისტრს საქართველოს კარატის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა კახა ბასილიამ, მსოფლიო კარატის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მესამე დანის დამადასტურებელი საპატიო შავი ქამარი გადასცა.
Прайм Крайм-ის ცნობით, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სოლნეჩნოგორკის რაიონში მოსკოვის, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა, 53 წლის ,,კანონიერი ქურდი” თამაზ გოგოლაძე, ზედმეტსახელად ჩერმენი დააკავეს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან ამინდი გაუარესდება, ტემპერატურა დაეცემა და იწვიმებს. 3-4 გრადუსით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება თბილისში.
მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში, ერთერთი ადგილობრივი მამაკაცის დასაფლავების დროს, 33 წლის სოსო დანელიამ დანით ყელი გამოსჭრა მამინაცვალს, იური დანელიას, რომელსაც, ფაქტობრივად, არ იცნობდა - მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა მოკლულმა მაშინ შეირთო ცოლად, როცა ეჭვმიტანილი ხუთ წლამდე ასაკის იყო.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 18 მაისს სამეგრელოში იმყოფებოდა, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მეგრულ ენაზე მიმართა, შემდეგ კი საუბარი ქართულად გააგრძელა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქში“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომელსაც მსოფლიო კარატის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საპატიო შავი ქამარი გადასცეს.
შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი აღარ იქნება -„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება განხორციელდა.
ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათი მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.