ამ დროისთვის სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმზე დროებით ხელი აიღეს. ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება დასრულდა, თუმცა, ანქვაბის მიერ წამოყენებული პირობებით ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა.
ჟურნსალისტების შეკითხვებმა თენგიზ კიტოვანი გააღიზიანა და მან გადაცემა ,,ბარიერი“ დატოვა.
ილიაუნის პროფესორს, საქართველოში "თავისუფლების ინსტიტუტის" ერთერთ დამფუძნებელს ლევან რამიშვილს ვაკეში ავტობუსი დაეჯახა. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მოვაწერო ხელი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
3.500 ლარი გაიტანა თავდამსხმელმა თბილისში, თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან. თავდამსხმელი ნიღბით იყო და თან ავტომატი ჰქონდა.
"რა მოხდა კონკრეტულად, არ ვიცი, იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმა...", - ასე გამოეხმაურა "ლიტერატურულ კაფეში" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილზე მომხდარ თავდასხმას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ყოფილ პრემიერმინისტრს "ფეისბუქით" მიმართავს და პირობას აძლევს, რომ რაც ხდება, "გაგებით მოეკიდება".
ლუაგნსკის ოლქში, ნოვოაიდარში მოქალაქემ მობილურით გადაიღო სიტუაცია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა უმიზეზოდ გაუხსნეს ცეცხლი გზაზე მოძრავ მანქანებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა "ლიტერატურულ კაფეში" ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას ეხმიანება და "ფფეისბუქის" მეშვეობით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.