"იზვესტიის" სპეცკორესპონდენტი, ცნობილი ჟურნალისტი ორჰან ჯემალი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში არეულობის გამოწვევითა და მართვით, რუსეთს სურს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესს.
,,ჩემი მეზობელი ჰაკიმი გაყეყეჩდა. მერკელთან ვიზიტის წინ საკუთარი მნიშვნელობისა და სიდიადის გრძნობით აღივსო და წაიბლატავა, მიშა პლანტაციაზე უნდა ვამუშაოო, რითაც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილი და განათლების მხრივ სტერილურია, არამედ განეკუთვნება იმ უმარტივესთა კლასს, მმართველობის ერთადერთ ფორმად 21-ე საუკუნეშიც მონათმფლობელობა რომ მიაჩნიათ. ძალაუფლება რომ შეიგრძნოს, მონები ჭირდება,– წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე.
ცნობილი უკრაინული ინტერნეტრესურსის „ცენზორ.ნეტის“ რედაქტორი იური ბუტუსოვი მიესალმება პეტრე პოროშენკოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის, ბენდუქიძისა და სხვა ქართველი რეფორმატორების გუნდიდან მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013) მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის ახალი სახელმწიფო აპარატი არ დაკომპლექტდება ახალი თაობის წარმომადგენლებით, ქვეყანას არ ექნება უკეთესი მომავლის შანსი.
„ზონანიუსის“ მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ შსს-მ დაადსტურა, ამასთან, უწყებამ დააზუსტა, რომ ერთი პირია დაჭრილი.
მუხიანში მომხდარი ავტოავარიისას 6 ადამიანი დაშავდა. ერთ–ერთი ავტომობილის მძღოლი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
"აფხაზეთის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში მეხის დაცემის შედეგად გაიხლიჩა საუკუნოვანი მუხა, სადაც 1989 წელს ისტორიულად ცნობილი "უხუცესთა ყრილობა" გაიმართა და საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს.
რამდენიმე წუთის წინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაციას –ინფორმაციას ექსკლუზიურად ,,ზონა ნიუსი“ ავრცელებს და დასძენს, სავარუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
,,ეს არსება ეტყობა ბავშვობაში " Рабыня Изаура"-ს უყურებდა,“– ასე გამოეხმაურა თბილისის უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა პრემიერის იმ კომენტარს, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ ,,ნაციონალები" პლანტაციებში უნდა ამუშაონ.
იუბილარი პატარა გოგონა ძალიან გაბრაზდა, როცა იუბილეზე ლამაზი ტორტი მიუტანეს, თვითონ კი მისი დაგემოვნება თავისებურად არ აცალეს და თავი ხუმრობით ჩააყოფინეს საჩუქარში.