მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეკომპანია “ინტერ”-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გადაცემის წამყვანის გარდა, კითხვების დასმის საშუალება მარიუპოლის მოსახლეობასაც მიეცა.
ტელე და რადიოწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" თავისი ძმის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ტანსა და სახის არეში დაზიანებები ეტყობა. თამუნა მუსერიძე წერს, რომ მისი ძმა დიდუბის მეტროს სადგურთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მობილურზე ხმამაღალი საუბრის გამო სცემეს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქართველო-ირლანდიის (1:2) მატჩის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ გადადგომას არ გამორიცხავს.
კიევის პატრიარქი ფილარეტი ავრცელებს განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ახალ კაენად" და "ეშმაკისგან შეპყრობილად", სატანადაა გამოცხადებული.
უკრაინა იძულებული გახდება, დონბასში საომარ მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შესრულდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას მიერ პრემიერმინისტრად დანიშნულმა არსენ იაცენუკმა განაცხადა.
"მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგი" 17 ივლისს სეპარატისტების მიერ კონრტოლირებადი ტერიტორიიდან, "დედამიწა-ჰაერი" ტიპის რაკეტის გასროლითაა ჩამოგდებული", - ამის შესახებ მალაიზიის პრემიერმინისტრმა ავსტრალიის პრემიერთან ერთად გამაღთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსთავის „ოლიმპის“ ექსკალათბურთელმა ლატვიელმა მარტინას ანდრიუკაიტისმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „DELFI“ ავრცელებს. ინციდენტი 4 სექტემბერს გვიან საღამოს მოხდა.
A WorldNetDaily-ის კორესპონდენტი სელენა ოუენსისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა მოინდომოს ვინმემ ყინულიანი წყლის თავზე გადასხმა ქველმოქმედებისთვის.
თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ,,ფეისბუქში" წერს, რომ ახალგაზრდები ვისაც ხელში ჩააკვდათ მეგობარი მკვლელის ვინაობის დასახელებას ღირსეულ საქციელად არ თვლიან. ფანჯიკიძის აზრით, ახალგაზრდების ასეთი მიდგომა კიდევ ერთი თაობის გონებრივ შეფერხებას გამოიწვევს.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის თვალის ფერსა და მის ხასიათს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. მათ ადამიანები თვალის ფერის მიხედვით დაჰყვეს და საერთო თვისებები აღწერეს.