საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით 67 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვირაზე მეტია კვლავ მძიმეა, 11 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი ინფექციურში მოთავსებული სხვა პაციენტის კონტაქტია და მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.
ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური გახსნის 6 - ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, მთავრობამ დროზე ადრე დაიწყოს.
თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 13 წლის მოზარდი გაეწერება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დატოვა და ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 4-ით გაიზარდა და 593 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პირი.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხი სი
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა.