შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პოლიციამ 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
გუშინ საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდის, კეთილდღეობის გზაზე და მეტიც, დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტიკიცებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ზეწოლის, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, სწრაფად შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმება.
მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა არის დიპლომატიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ეს ხდება ხოლმე ძალიან მძიმე კრიზისის დროს. სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად არ არის კრიზისი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰოსპიტალი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეფონით კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს ესაუბრა.
მოდი, ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას.