"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც გამოცხადდა, აქცია აფხაზეთში შექმნილ ვითარებას და იმას უკავშირდება, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ამ საკითხის საერთაშორისო საზოგადოებამდე მისატანად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული საქმეების გამო, რომლებზეც სახ. დეპარტამენტი ადრე წუხილს გამოთქვამდა, წუხილი დღემდე რჩება.
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დაანონსებულ სპეციალურ განცხადებაში ე.წ. ქობულეთის შეხვედრის მონაწილეთა პათოსს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ქობულეთში ბიძინა ივანიშვილი დახურულ ფორმატში ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და სხვა, მისთვის საინტერესო პერსონებს შეხვდა.
დამოუკიდებელი ექსპერტი გოჩა გვარამია საქართველოს მთავრობის წევრებსა და მთავრობის მეთაურს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და რჩევებსაც აძლევს.
"ტაბულა" აქვეყნებს შსს-ს ოფიციალურ წერილს, რომლითაც დასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა საქართველოში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბრალდებით.
გადაცემაში "რეაქცია" იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაიხსენა, რომ გოდერძი ჯოლოხავას მართლაც, შეხვდა, როგორც მოწმეს. წულუკიანი იხსწენებს, რომ ეს ირმა ინაშვილის თხოვნით მოხდა.
ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა დაჯგუფება, რომელიც ქუჩაში მდგარ ბოლო მოდელის ავტომანქანებს სპეციალური მოწყობილობით, გასაღების გარეშე ქოქავდა და იპარავდა.
ძნელი ამოსაცნობია ამ გოგონებიდან რომელი დააჯილდოვა ბუნებამ ლამაზი და მაცდური მკერდით და რომელი ქირურგების შემოქმედების ნაყოფია.