2014 წელი, ისევე, როგორც წინა, იმის წინა ან კიდევ უფრო წინა, ზოგი ქალისთვის წარმატებული იყო, ზოგისთვის - მეტნაკლებად. ამ ვიდეოში შეკრებილ კადრებში აღბეჭდილ ქალებს ნამდვილად არ გაუმართლათ, თუ არ ჩავთვლით გოგონას, რომელიც მართლაც სასწაულით გადაურჩა დასახიჩრებას და, შესაძლოა, სიკვდილსაც კი...
ჰიპ-ჰოპ მოდელი დაფნი ჯოი არც ფანტაზიის ნაკლებობას უჩივის, არც პაპარაცების სიმრავლეს და თავის ახალ კაბას უკეთებს რეკლამირებას, თანაც, პირდაპირ ქუჩაში...
"Вечерний Ургант" ამჯერად რუსულ ეროვნულ ვალუტას აშარჟებს და მაყურებელს რუბლთან დაკავშირების ახალ სერვისს წარუდგენს.
განახლებულია 06:05 - არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის“ შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგის სტენოგრამაში შეცდომით გაიპარა.
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ფეისბუქში“ წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე, ევროკავშირთან საქართვლოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამსდლობელი სიტყვით გამოვიდეს.
რომის პაპ ფრანცისკის დაბადების 78-ე წლისთავი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ტანგოს მასობრივი ცეკვით ასეულობით წყვილმა აღნიშნა. რომის ამჟამინდელი პაპი 1936 წლის 17 დეკემბერსაა დაბადებული.
ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი სტატიას "ნიუ-იორკ თაიმსის" საკუთარ სვეტში აქვეყნებს. პომერანცევი ჟურნალისტია, რომელიც რუსულ მედიასივრცეს იკვლევს. ის წერს, რომ სსრ კავშირში გაზრდილმა თაობამ, მოვიდა რა ხელისუფლების სათავეში, შექმნა ყალბი არჩევნები, ყალბი "თავისუფალი პრესა" და ყალბი მართლმსაჯულება.
რასა და რას შორის ეძებს ბალანსს, რა როლებისკენ ილტვის, როგორ ემზადება გადაღების დაწყებამდე, რატომ იმატებს ასაკს - ამ ყველაფერზე ედვარდ ნორტონი გულახდილად მოგიყვებათ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უკრაინის ატო-ს ზონაში, ბატალიონ „აიდარის“ მიერ დაკავებულ პოზიციებზე, უშუალოდ წინახაზზე იმყოფებოდა.
„კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ მსოფლიო ბრენდი „kempinski" ბათუმში სასტუმროს მართვაზე უარს ამბობს. კომპანიის მიერ „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ პროექტი, რომლის მართვაზეც შეთანხმება არსებობდა „kempinski" ბრენდის ქვეშ აღარ იქნება.