ეკა ცეცხლაძე დღეს ამბობს, რომ ვეფხვი, რომელმაც ლაგუნა ვერეში მამაკაცი დაგლიჯა, 14 ივნისს, აბანოების ტერიტორიაზე ნახა, ხოლო მის გამოძახებაზე მისულმა პატრულმა დააწერინა, რომ ემოციურ ფონზე ძაღლი და ვეფხვი ერთმანეთში აერია.
ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები „აზრზე არ არიან, სად არიან“, ხოლო მათი მომხრეები სოციალურ ქსელში საშინელ აგრესიას ავლენენ.
ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ თავს უსუსურად გრძნობს იმის გამო, რომ მის უკან არ დგას სახელმწიფო, არ დგანან ის სტრუქტურები, რომლებმაც მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა დაიცვან.
საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ის კანცელარიის წინ მიმდინარე, ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორად სწორედ ამ პარტიას ასახელებს.
საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს ვინმეს ის, რაც დღეს დილით მოხდა (ვეფხვის თავდასხმა ადამიანებზე). მისი თქმით, გებულობს, რომ დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის დირექტორმა აიღო, რაც უხერხულია.
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ შსს-ს 17 ივნისს, დილით შეატყობინა, რომ ზოოპარკიდან ვეფხვია დაკარგული, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შეკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, 21:00 საათზე ის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს პირადად შეხვდება. ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომასაც დაესწრება.
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განმარტებით, თეთრი ვეფხვი ორჯერ აღირიცხა, როგორც მოკლული, რაც სამწუხარო შეცდომა იყო. - ამის შესახებ დაკითხვიდან გამოსულმა ზურაბ გურიელიძემ "მოამბესთან" განაცხადა.
დღეს თოქ-შოუ "არჩევანი" ეთერში საგანგებო გამოშვებით გავა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
დღეს, 20 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე ცოტა ხნის წინ დაიბარეს.