"რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, "რუსთავი-2" ახლოსაა დახურვასთან. "არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ეთერში, რადგან ის, რომ ჩვენ ვმაუწყებლობთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს ჩვენი მაუწყებლობის შეწყვეტისთვის".
"რუსთავი-2"-ის შემდეგ სასამართლომ კომპანიის 51%-იანი წილების მფლობელი ტელეკომპანია "საქართველოც" დააყადაღა, რაც იმას ნიშნავს, რომ "რუსთავი-2"-ზე დამატებითი ფინანსური წნეხია და, შესაბამისად, ისმის კითხვა, შეძლებს თუ არა სამაუწყებლო კომპანია დამოუკიდებლად საქმიანობას.
რუსულ ბლოგოსფეროში სირიაში რუსეთის ჩართვის შემდეგ აქტუალური გახდა ბულგარელი ნათელმხილველის, საყოველთაოდ ცნობილი ვანგას წინასწარმეტყველება, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს გამოქვეყნდა.
ვერძი - მოგიწევთ დღეს გარკვეულ რისკზე წასვლა, რადგან დაანახოთ სხვებს თქვენი შესაძლებლობები. დაიკავებთ ლიდერის პოზიციას გინდათ ეს თუ არა.
თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის ხეობაში, ე.წ. სვიანაზე, რეკრეაციული ზონა დაარბიეს. დამტვრეულია საპიკნიკე ადგილებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია სკამები და ნაგვის ურნები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გორის ტურისტული ცენტრის დირექტორი შიო კოშაძე სკანდალში გაეხვა: "ფეისბუქზე" ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რესტორან "ნაჭარმაგევში", თანამშრომლებთან კორპორატიული ვახშმის დროს მაგიდის ქვეშ სელფის ჯოხით ქალებს ფოტოებს უღებდა, რის გამოც სცემეს.
ტეხასელი წყვილის უცნაური ისტორიის ამსახველი ვიდეო "იუთუბზე" ამ დრომდე პოპულარულია. მასზე ასახულია, როგორ გადაიღო საჭესთან მჯდომმა ქმარმა ცოლის მშობიარობა მას შემდეგ, რაც წყვილი მიხვდა, რომ კლინიკაში მისვლას ვერ ასწრებდნენ.
რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ოპოზიციის განლაგებები დაბომბა და არა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, როგორც ეს რუსულ და ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
სამთვიანი ძებნის შემდეგ ორთაჭალაში, მდინარე მტკვრის კალაპოტის დაწევის შემდეგ, ახლობლებმა 13 ივნისს, სტიქიის შემოტევის დროს გაუჩინარებული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი იპოვეს.
ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე დღეს ადრე დილით გამოძიებიათვის დაუდგენელმა პირებმა 'საქართველოს ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ამის შესახებ "გურიის მოამბე" იტყობინება.