-
2015-10-21 22:59
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ჭორვილის ორღობე არ არის და ასეთად ქვეყნის ქცევის საშუალება "ყველაფერზე წამსვლელ ოლიგარქს" არ უნდა მიეცეს. ამის შესახებ სააკაშვილთან ექსკლუზიურად "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა.
NDI-ის კვლევების შეფასებისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზეც მას ცოტა ხნის წინ საჯაროდ არ უსაუბრია: "რად უნდა მაგას NDI, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ გავიდოდა სულ ცოტა ხანი და "ნაციონალური მოძრაობა" ისევ გახდებოდა ლიდერი", - თქვა მან.