სტამბულში მოკლეს ჯოხარ დუდაევის გარემოცვის წარმომადგენელი, ისი უმაროვის სიძე და პორტალ "კავკაზ-ცენტრის" ადმინისტრატორი აბდულვაჰიდ ედილგერიევი. მას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, როცა მეჩეთიდან შინ ბრუნდებოდა.
უკრაინელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოლიგარქებთან გადამწყვეტი ომის ფაზაზე გადასვლის პარალელურად, პოროშენკომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის გენპროკურორი შოკინი დაითხოვოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შესახებ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წერს, რომ ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ივანიშვილის ბლიცკრიგი არ შედგება.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
"ფრესკოს" დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ინიციატივამ, რომ თავისუფალი მედიის, სიმშვიდისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად საღამოს 9 საათზე "ფრესკოს" ყველა ფილიალში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაისმებოდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
იმ დღიდან, რაც არსებობს სპორტის ესა თუ ის სახეობა, არსებობენ წესების დამრღვევნიც. დროთა განმავლობაში, წესების დამრღვევთა ფანტაზიის ამოუწურავობის გამო, იქმნებოდა და იქმნება კონტროლის დამატებითი მექანიზმები.
პირველ ნოემბერს ბათუმში „მის საქართველო 2015“ გაიმართა. გამარჯვებული 24 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი გახდა. ნუკა ბავშვობიდან მეგობრობს ანუკა არეშიძესთან. გთავაზობთ ამონარიდს „რეიტინგისთვის“ მიცემული ძველი ინტერვიუდან:
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოპულარულია საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტის მიმართვა რეზო ამაშუკელისადმი, სადაც ის ამაშუკელისგან ნებართვას ითხოვს, ფრანგულად თარგმნოს მისი პუბლიცისტიკა.
"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საგარეჯოში გამართულ შუალედურ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.
იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა, საგარეჯოს ამომრჩეველი რომ ყოფილიყო, "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეკითხვებს სვამს და თავად პასუხობს: