ივანიშვილი: "თქვენ გინდათ, აქ ხვალ შვეიცარია იყოს?" (ვიდეო)

"თქვენ გინდათ, ხვალ აქ შვეიცარია იყოს? ასე არ მოხდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, ეს მოლოდინები უკუვაგდოთ და დავუბრუნდეთ რეალობას", - ბიძინა ივანიშვილი, ინტერვიუ ტვ "იმედზე".

>>>

ივანიშვილი: "ორი ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ, "რუსთავი-2" დაათრევს ამ საცოდავ ხალხს, ზოგს ფულს უხდის..."

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტვ "იმედთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, როცა მიანიშნა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაზე. ივანიშვილმა მარგველაშვილი ნაცმოძრაობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას განმარტება მოუწევს. 

>>>

ივანიშვილი: "ვინ არის გვარამია? რა შუაშია საერთოდ?"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებითმ, გაუგებარია, რატომ ჩაენაცვლა მეპატრონეებს ნიკა გვარამია, რომელიც მენეჯერია და არა მფლობელი. მისი თქმით, გვარამია ისევე იცავს სიტყვის თავისუფლებას ახლა, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე, როცა პროკურორი იყო.

>>>

ივანიშვილი ენმ-ზე: "ფული აქვთ, რაც დაიტაცეს, მოლარე ჰყავთ... პრინციპული არაა, სად წავა "რუსთავი-2"

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, საით წავა და ვის ხელში აღმოჩნდება "რუსთავი-2".

>>>

ე.წ. უკრაინული ვიკილიქსი რუსულ სერვერზეა ატვირთული

უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებული "დიალოგის ტრანსკრიფტი", სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი მიზეზია.

>>>

შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიის თვალთვალს იწყებს

შსს-მ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღძრა, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

>>>

შსს-მ ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე  გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააკეთა.

>>>

სკანდალი გადაცემის ეთერში გასვლამდე: "განსხვავებული აქცენტების" პრომო და მის გარშემო ატეხილი ხმაური (ვიდეო)

25 ოქტომბერს დაანონსებულ გადაცემას "განსხვავებული აქცენტები", მისი პრომოს გამოქვეყნებისთანავე მღელვარება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ანონსში ფიგურირებს, წერს, რომ მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან, რომელიც გადაცემაშია გამოყენებული, ყალბია და აპირებს, პროკურატურას მიმართოს. 

>>>

დავით ზურაბიშვილის მიერ აღწერილი „წამპლისა“ და „იდიოტის“ ურთიერთობა პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობას მიამსგავსეს

დავით ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ვინაობის დასახელების გარეშე, „წამპლისა“ და „იდიოტის“ ურთიერთობა აღწერა, სადაც ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთდამოკიდებულება დაინახა.

>>>

ბრიუსელში საქართველოს მოქალაქემ შვილების თვალწინ ცოლი დანით მოკლა

ბრიუსელში, სამი შვილის თვალწინ, საქართველოს მოქალაქემ შელაპარაკების შემდეგ დანა ცოლს რამდენჯერმე ჩაარტყა. სასწრაფო სახლში მყოფმა ბავშვებმა და მეზობლებმა გამოიძახეს, მაგრამ დაჭრილი ვერ გადაარჩინეს. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი ქეთი ქარდავა წერს. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !