გასული კვირის (18-25 ოქტომბერი) სატელევიზიო გადაცემების რეიტინგში, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს ჯამდება, პირველი 25 ადგილი "რუსთავი-2"-ის ეთერში გასულ სხვადასხვა გადაცემას უჭირავს, ხოლო საერთო რეიტინგში, თითქმის ერთნაირი მონაცემებით, "ვანოს შოუ" და "განსხვავებული აქცენტები" ლიდერობენ.
კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება. მისი გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ყოველდღე, 21:00 საათზე ყველა სუპერმარკეტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება.
დღეს დილიდან "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის კარზე და ფანჯრებზე ცოცხებია მიმაგრებული. სავარაუდოდ, ცოცხები გვიან ღამით, ეკა კვესიტაძის "განსხვავებული აქცენტების" ეთერში გასვლის შემდეგ მიამაგრეს.
დღეს განახლებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი-2"-ის ადვოკატთა შუამდგომლობა.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ერთერთი პატიმრის ჩვენების ფრაგმენტს აქვეყნებს, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ ლადო ბედუკაძე ციხეში პატიმრებს აწამებდა და მათზე ზეწოლას ახდენდა.
შემთხვევა მოსკოვის გარეუბანში, 22 ოქტომბერს მოხდა. ალმოდებული ბინის ფანჯრიდან, რომელიც მე-7 სართულზე მდებარეობს, 6 წლის ბიჭი გადმოხტა. მის დაშვებას სპეციალური ლეიბით დახვდნენ მეხანძრეები, რომლებიც იმ დროს ადგილზე იყვნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „მეჭიაური ფულს შოულობს”.
უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი „რუსთავი 2“-ს სოლიდარობას უცხადებს და მზად არის დაეხმაროს არხს. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართველოში თავისუფლება და სიმართლე გაიმარჯვებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მათ 3 წლის განმავლობაში უფრო მეტი გზა, ხიდი გააკეთეს, ვიდრე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში.
"განსხვავებულ აქცენტებში" გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ ის კადრები, რამაც 2012 წელს, მისი ჩათვლით, მთელი საქართველო ლამის შეშალა, ლადო ბედუკაძის დადგმულია, რომელიც არამარტო აწამებდა, არამედ თავად დგამდა და იღებდა ამ კადრებს.