განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების გადამალვისთვის 17 პირი დააკავეს


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16  საწარმოს 17   ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

>>>

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა


ავტოსაგზაო შემთხვევას ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

>>>

ბექა ხახუბიას საქმეზე პოლიციის ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს

შსს-მ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ინფორმაციით, ორივე თანამშრომელი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

>>>

თორდიას ინციდენტი - შსს განცხადებას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

>>>

შოთაძემ აღასრულა ფარცხალაძის მუქარა-თორდია გავრცელებული ვიდეოს შესახებ

გენერალური აუდიტორი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და წერს, რომ მსგავსი ვიდეოს გავრცელების მუქარა მისი მისამართით ადრე გაისმა, დღეს კი ის ირაკლი შოთაძემ აღასრულა.

>>>

შსს-მ VIBER-ით ნარკოტიკების გამსაღებელი რუსეთის მოქალაქეები დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

>>>

ნაზღაიძისთვის გადაცემული ქონების საქმე- საიამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას განცხადებით დღეს მიმართავს.

>>>

ქალაქს სტატუსს არავინ ართმევს - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე


„ქალაქს სტატუსს არ ართმევს არავინ. ქალაქი იყო, არის და იქნება ქალაქი ზუგდიდი, მე მინდა ეს ყველამ კარგად გავიგოთ,“ - ეს განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ფაცაციამ, ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხზე საუბრისასა გააკეთა.

>>>

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეპარქიას და მის მღვდელმთავარს არ გააჩნდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

>>>

ე.წ. ,,კანიბალიზმის საქმე" -დაკავებული აცხადებს,რომ ადვოკატის ნაცვლად ღმერთი დაიცავს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა და განაცხცადა, რომ მას ღმერთი დაიცავს. მისი ადვოკატის თქმით, პროცესზე შენგელიამ მას მადლობა გადაუხადა და მის მომსახურებაზე უარი განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?