15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.
„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, ის უფრთხილდება მოქალაქეებს“ – მამა თეოდორე გიგნაძის მიმართვას გამოეხმაურა ტელეწამყვანი ეკო ფანგანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 2 პაციენტი კვლავ მძიმეა.
საქართველოში კორონა ვირუსისგან შექმნილმა მდგომარეობამ ცნობილებიც სახლში გამოკეტა. ნინო ჩხეიძე სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და მისი გამომწერების რაოდენობაც საქართველოში ძალიან მაღალია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, მათ მდგომარეობაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდინფექციაზე ტესტირება ხუთმა ადამიანმა გაიარა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ძველი ტრადიციების თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 9 მოქალაქეა გარდაცვლილი და 92 ინფიცირებული.
ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშოა.