იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური... მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში - ჩემს გვერდით მყოფნი" (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა, რომ მოიწია ჟამი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით, აღუთქვა მათ სასუფეველი ღვთისა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 16 მედიკოსი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯამში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 50 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი - გარდაცვლილი.
ჟურნალისტი დავით აქუბარდია ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს.
მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ საქართველოს ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონვირუსს 551 ადამიანი ემსხვერპლა და ვირუსით გარდაცვლილთა მთლიანმა რაოდენობამ 19130-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათია მანძილზე 5000-ზე მეტით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება COVID 19-ის ჩინურ ლაბორატორიაში წარმოშობის - წერს CNN-ი.
ზუგდიდის და ფოთის ბაზრები დაიხურება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.