პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პაატა იმნაძის იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობდა, რომ საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების დათვლა გაჭირდეს.
პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
სოფო ბედიას მეუღლე, მიშა მესხი ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში კლიპის დაფინანსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, კლიპითან "ქართულ ოცნებას" არანაირი კავშირი არ აქვს.
FOX NEWS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი წარმოიქმნა უხანის ლაბორატორიაში არა როგორც ბიოიარაღი, არამედ როგორც ჩინეთის ძალისხმევა, მოეხდინათ ვირუსის იდენტიფიცირება და გამოეკვლიათ იგი იმაზე უკეთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიებში იკვლევენ სხვადასხვა სახის ვირუსებსა და დაავადებებს.
დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად!- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა რეალური განსაცდელის წინაშე დგას და ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე და გონიერება მოეთხოვება თითოეულ მოქალაქეს, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლა, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და ეკლესიას ეკისრება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომოდ სასაფლაოები 3 დღის ნაცვლად, 10 დღით დაიკეტება. როგორც ზვიად შალამბერიძემ განმარტა, შესაძლოა, ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოებისკენ მიმავალი გზები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაიკეტოს.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს ფეხმძიმე ექთანი ემსხვერპლა, თუმცა მისი შვილის გადარჩენა მოხერხდა.
28 წლის მერი აგიიევა აგიაფონგს ვირუსი 5 აპრილს დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების დამზადება დაიწყო.
ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში აპლიკაცია STOP COVID ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.