მოსკოვში მოქმედებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აგენტები“, მისი მოვალეობა კი უკანონო სათამაშო სახლებისა და პროსტიტუციის ბუნაგების აღმოჩენაა.
რუსულ მედიაში მომუშავე იმ 300 მედიის მუშაკიდან, რომლებიც სახელმწიფო ჯილდოს „ყირიმისთვის“ მიიღებენ, ერთი ეთნიკურად ქართველია - რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის თანამშრომელი ალექსანდრე ბუზალაძე.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. პრემიერს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანია დახვდა.
კოალიცია ,,ქართული ოცნება“ 27 წევრმა დატოვა, ამის მიზეზი გამგებლობის კანდიდატი გახდა,-ინფორმაციას ,,პირველი“ ავრცელებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პატიმრების გამო ლალი მოროშკინა საზოგადოებას ბოდიშს უხდის და უახლოეს მომავალში პროტესტის გამოხატვის ფორმასა და გეგმას საზოგადოებას ამცნობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას არსებობის უდიდესი ისტორიული გამოცდილება აქვთ, ორივეს აკლია ერთი რამ- ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობის გამოცდილება, რადგან გამოცდილება 200 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ გარე ფაქტორების გამო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,11 მაისს, სადღაც 10:30 წუთზე, გეგეშიძის ბაღში ვინც თავის 3–4 წლის ბიჭი(წითელი შარვლით და წითელ ქოლგიანი ველოსიპედით)ძიძასთან ერთად სასეირნოდ გაუშვა, მინდა ვუთხრა, ძიძამ სასტიკად ცემა საწყალი ბავშვი,რომ მივედი პასუხის მოსათხოვად, გაიქცა ბავშვიანად...“- ამის შესახებ ,,ფეისბუქის“ მომხმარებელი სალომე ივანიშვილი საკუთარ გვერდზე წერს.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 1963 წელს დაბადებული ზურაბ გ. დამამძიმებელ გარემოებაში გაზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
რუსთავი 2“-ის გენდირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი ლაფერაშვილი იქნება ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
,,რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემა ერთ-ერთმა წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ ნინო შუბლაძის ტელეკომპანიიდან წასვლის თემით და ზოგადად ,,რუსთავი 2“-ის ირგვლივ სოციალურ ქსელში გავრცელებული გამოხმაურებებით დაიწყო: