7 მაისს სამტრედია-ქუთაისის ავტომაგისტრალზე „მერსედესი“, რომელიც სავარაუდოდ, გადამეტებული სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა. ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ვინ იჯდა მანქანაში და რამ გამოიწვია ავარია, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "რუსთავი-2"-ის ერტერთ დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს უხერხული შეკითხვები დაუსვა, რამაც ამ უკანასკნელის დაბნეულობა გამოიწვია.
კაფე „გალერის“ მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაფეში დღეს მისული პოლიციელები მათგან კაფეს სტუმარი ლგბტ პირების შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში ვიზიტის დროს ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.
დღეს გამართული სააპელაციო სასამართლოს სხდომის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილმა პროცესზე განცხადება გააკეთა.
ივანე მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა, მისივე განცხადებით, ის სხდომებს აღარ დაესწრება. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს 26 მაისის მოვლენებზე განაჩენი არ ჰქონდა წაკითხული. მან მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა რუსული არხის ინტერესების დამცველს შეადარა.
სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის მოვლენებზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოსთქვა.
რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე არეულობა ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტიდან იღებს სათავეს. მისი თქმით, „სააკაშვილი ნატოს დაპირებებით იყო მოტივირებული, როცა სამხრეთ ოსეთში შეიჭრა“.
მოსკოვში, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას, მისივე სეხნია ვაჟს ბინის გაძარცვის გამო 2.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა,-ამის შსახებ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" „მოსკოვსკი კომსომოლეცზე“ დაყრდნობით ავრცელებს.