9 მილიონამდე ლარი პრემიის სახით - 14 მინისტრისა და მათი მოადგილეებისთვის (ვიდეო)

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საჯარო ხდება მთავრობის წევრთა პრემიები: "თითქმის 9 მილიონი ლარი, 14 მინისტრისა და მათი მოადგილეებისთვის, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით - ასეთია 2013 წლის მონაცემები, რომლებსაც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს".

>>>

გეოლოგები "დარიალიჰესის" მშენებლობას დაწყებიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ (ვიდეო)

ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა" გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც გეოლოგები დარიალის ხეობაში "დარიალიჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

>>>

მთის მასივში ტრაილერებია მოყოლილი, მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს, თერგის გადმოსვლის საშიშროება მოიხსნა

ამ დროისთვის შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში უკვე მოახერხეს გვირაბიდან 15 ადამიანის გამოყვანა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მას ადგილზე ჩასული შს მინისტრი აკვირდება. ცნობილი გახდა, რომ დარიალის ხეობაში ასევე გეგმავს ჩასვლას საქართველოს პრემიერმინისტრი.

>>>

"ლგბტ ხარ, შე ახვარო, სხვაგან დადექი!" - აქციის მონაწილე პოლიციამ დააკავა (ვიდეო)

მამაკაცი, რომელიც ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო მისული და მოხატული პერანგი ეცვა, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლგბტ პირი ეგონა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. - ინფორმაციას და ვიდეოს "ლიბერალი" ავრცელებს. 

>>>

ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებით, ოკუპაციის უარყოფა დასჯადი ქმედება ხდება

ლატვიაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის გამართლება, უარყოფა და\ან ოკუპაციის ფაქტში ეჭვის შეტანა. დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

>>>

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დასტურდება ინფორმაცია დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამაშველო ბრიგადები ყაზბეგის რაიონში თბილისიდანაც გაიგზავნა.

>>>

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო სომხეთს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

დღეს დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა დარიალის ხეობაში ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვია - იუწყება "ლიბერალი".

>>>

დარიალის ხეობაში, მოსახლეობის ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა

დარიალის ხეობაში მეწყერს  მოსახლეობის ინფორმაციით სამი თურქი მუშა ემსხვერპლა. შს სამინისტრო ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ არ ფლობს.

>>>

დარიალის ხეობაში მეწყერმა ტრაილერები მოიყოლა, თერგის გადმოხეთქვას რამდენიმე მეტრი აკლია

დაახლოებით საათნახევრის წინ, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან  ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის დაგუბება გამოიწვია. წყლის გადმოხეთქვას 2-3 მეტრიღა აკლია,-ინფორმაციას ,,ლიბერალი“ ავრცელებს.

>>>

წყალტუბოში ოპერატორმა გადაიღო, როგორ შეეჯახა საქორწილო ესკორტის მანქანას სატვირთო

ვიდეოპორტალ "მაივიდეოზე" გავრცელდა წყალტუბოში გადაღებული ვიდეო, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევაა ასახული.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !