მომღერალი, რადიო „დარდიმანდის“ დირექტორი ნინო ჩხეიძე ეხმიანება გაზეთ „ქრონიკაში“ დაბეჭდილ სტატიაში მის მოხსენიებას იმ მომღერლებს შორის, რომლებიც, შესაძლოა, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბაროს.
ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელის ლაშა ბურჯანაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რამდენიმე კაფე-ბარში, სექსმუშაკები მამაკაცებს თაღლითურად „ატყავებენ“.
რამაზ წიქორიძე, იგივე „რამაზ ბაგდატსკი“, რომელსაც „რამაზ კუტაისსკისაც“ უწოდებენ, სამართალდამცველებმა კიევში აიყვანეს - მას ბრალად კრიმინალური ჯგუფების კონტროლი ედება.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას მეუფე გერასიმეს რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეკლესიის ვალია აწარმოოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ორმხრივი პროცესი უნდა იყოს.
ევროპარლამენტში „სახალხო პარტიის“ წევრი, პედრო აგრამუნტი ,,გამოვარდა” და ამბობს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გიგი უგულავაო, ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ,,ალიასთან“.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ განცხადებას პასუხობს, სადაც ის უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული, „რუსთავი-2“-თან ერთად.
ფესტივალ „ნოვაია ვოლნას“ ვერ დაესწრებიან ცნობილი რუსი მომღერლები იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ალა პერფილოვა, იგივე ვალერია. გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო და მომღერლებს განუსაზღვრელი ვადით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ძერჟინსკში დაიკავეს ბოევიკების შტაბი, ამჯამად მიმდინარეობს ქალაქის გათავისუფლება ტერორისტული ჯგუფებისგან - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ლავერი გელეტაიმ ქვეყნის პრეზიდენტს მოახსენა.
წინა კვირას კახეთის ერთ-ერთ რაიონში შოკისმომგვრელი ამბავი მოხდა. ხანდაზმული ცოლ-ქმარი ერთ დღეს აღესრულა.