საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას შეუწყობს ხელს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ თემაზე მსჯელობისთვის ღიაა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში ვირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათივე ცნობით, პოლიციამ “კომენდანტის საათის” დარღვევის ფაქტზე, 86 მოქალაქე დააჯარიმა.
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისა და დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
იმერეთის მხარეში ეპიდსიტუაცია უკვე მე-4 დღეა, უცვლელია, - აღნიშნულის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დღეიდან ქუთაისისთვის შეზღუდვების მოხსნას ქუჩაში ხალხის განსაკუთრებული სიმრავლე არ მოჰყოლია.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 155 370-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 95 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ მაჩვენებლით 1451-მდე გაიზარდა.
ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გვყოლია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად 9 630 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500 პირი.