თუშეთის გზაზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ რეგიონში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 198 შემთხვევაა, რის გამოც შემუშავებულია რეგიონის მხარდაჭერის გეგმა და იქ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით კოვიდინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 80 შეფასებულია როგორც საშუალო სიმძიმის, 25 - კრიტიკული, 25-დან 9 კი ლეტალურადაა დასრულებული. მისი თქმით, პროცენტებში 18% ფასდება როგორც მძიმე ან კრიტიკული და მათგან 1.5%-ია ლეტალურად დასრულებული.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კოროზირებული ჭურვი სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.
ინტერპრელაციის წესით პარლამენტში არ მოსვლის შემთხვევაში, გიორგი გახარია გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება და არმოსვლის შემთხვევაში, გახარია იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერპელაციის წესით დაბარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში არ წარდგება, ის კონსტიტუციას დაარღვევს.
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულია - 3 646 103 და გამოჯანმრთელებულია 1 197 708 ადამიანი, - ამის შესახებ მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, დღეს კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დამატებია, ხოლო ერთი პირი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.