საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დიმიტრი კისელევის ჰოლდინგში შემავალი რადიოსადგურის გადაცემები ქართულ სიხშირეებზე არ უნდა გადიოდეს. ამის შესახებ მან "რუსთავი2"-თან განაცხადა, როცა რადიოსადგურ "სპუტნიკის" ქართულ ენაზე, ქართულ სიხშირეზე ამოქმედებას შეეხო.
ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაცია დღეს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი ორშაბათიდან გაიყიდება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში სიმბოლურ ფასად, 5 ლარად.
თურქეთიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გადაბრუნდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთვარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა დღეს გამაღთულ პრესკონფერენციაზე.
"ქართულმა ოცნებამ" მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული.
სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლადო ქერდიყოშვილი ოჯახის წევრებმა ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
54 წლის ექსპერტ-პათანატომი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი პირველად ძმისშვილმა ნახა - "ჟვანიას საქმის" ექსპერტი იატაკზე იყო დავარდნილი. შსს აცხადებს, რომ გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზია არა აქვს და სავარაუდოდ, ჩხაიძე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
2013 წელს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი იმყოფებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მის გვერდით დაჯდომის საშუალება არ მისცა დავით უსუფაშვილს და ხელით ანიშნა იქვე მდგარ სააკაშვილს, სად უნდა დამჯდარიყო.
ახალციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მოშორებით შეკრებილ "ჯავახკის" წარმომადგენლებთან მივიდა, რომელთა შორის ვაჰაგან ჩახალიანიც იყო.
მსახიობის მკრეხელურმა ვიდეომ, რომელიც მან „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, საზოგადოება აღაშფოთა.