"ფეისბუქზე" პოპულარული გახდა თბილისში, პეკინის ქუჩაზე გადაღებული ფოტო, სადაც ორი მამაკაცი ქუჩისთვის საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაშია გადაღებული.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თანამებრძოლების მიტოვებას და ქართულ პოლიტიკაში აქტიურობაზე უარის თქმას არ აპირებს და ექნება თუ არა ქვეყნის მოქალაქეობა, ამაში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი კონსულტაციები ენმ-დან წასულ ოთხეულთან არ ჰქონია, რადგან ამის დრო არ ჰქონდა, ამასთან, მისი თქმით, თვითონ წასვლის ფაქტიც არ მიაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად.
ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა „იმედის კვირის“ ჟურნალისტს ლევან ჩხეიძეს, როცა მან გადასცა ქართული პოლიტიკის ცალკეულ წარმომადგენელთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა ოდესაში მისი ჩამოქვეითებაა.
„იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის დღეს საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ე.წ. მატროსოვის ციხეში 6 კვადრატულ მეტრ ადგილს, სადაც ამჟამად მისი თანამებრძოლები იმყოფებიან.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ საქართველოსა და პორტუგალიის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები გუნდების მატჩის ტრანსლირებისას კომენტატორ სანდრო ცნობილაძეს თითქმის მთელი ერთი წუთის განმავლობაში კურიოზული შეცდომით მიჰყავდა რეპორტაჟი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა და უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა 2014 წლის სექტემბერში მიხეილ ჟვანეცკის მიერ მისსავე წიგნზე დატოვებული მინაწერი გაასაჯაროვა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამ თანამოაზრესთან ერთად დატოვა ენმ, ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
მომღერალი ტარიელ სუარი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო დონის რეფორმატორად მიაჩნია და უყვარს. მისი თქმით, ასევე უყვარს პატრიარქი, ბიძინა ივანიშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, დავით ნარმანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ვანო მერაბიშვილი...
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მინიმუმ 6-8 თვეში, ან უფრო ადრე, ოდესა და უკრაინის მთელი სანაპირო ზოლი რუსებს დარჩებათ.