„მარატ სუხუმსკი“, „ირაკლი სუხუმსკი“ და „თეკო ტბილისსკი“ მოსკოვში პოლიციამ დააკავა. მათ ბრალი მოქალაქეთა ბინების ორგანიზებული ქურდობისთვის წაუყენეს, ამავე დროს, ერთერთ დაკავებულს პირადი ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ჰეროინი უპოვეს.
„მარატ სუხუმსკი“, იგივე ბაგრატ ფანცულაია 40 წლისაა, „ირაკლი სუხუმსკი“, იგივე ირაკლი ყალიჩავა კი - 34. ორივე ქურდულ თავყრილობაში მონაწილეობის დროს დააკავეს, პოლიცია ბაგრატ ფანცულაიას უთვალთვალებდა.
რაც შეეხება „თეკო ტბილისსკის“, იგივე 41 წლის თემურ ფაროიანს, ის 8 ივნისს, მიჩურინის პროსპექტზე დააკავეს და პირადი ჩხრეკის დროს ჰეროინი აღმოუჩინეს.