ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ცრუ ინფორმაციის უნებლიედ გავრცელების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, უკვე დაკითხეს და ისევ დაკითხვაზე უნდა შევიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გურიელიძე და მისი რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაიბარეს თბილისის პროკურატურაში.
დაახლოებით ნახევარი საათია, ფალიაშვილის 52-ში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სამართალდამცვალები კიდევ ერთ მტაცებელ ცხოველს, წინასწარი ინფორმაციით, ვეფხვს ეძებენ.
"ამ წამს ფალიაშვილზე!!! ცხოველია რაღაც! კივილი და იარაღიანი პატრული!!!", - წერს "ფეისბუქზე" გიგი მაკარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს, როგორ ეძებენ შეიარაღებული პოლიციელები უცნობ ცხოველს.
"სითიპარკი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავტომანქანების არასწორი პარკირებისთვის მათი მფლობელების დაჯარიმება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუგებრობა იყო.
ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის დაგვიანებაში ადანაშაულებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, რეაგირება წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობის გამო დაგვიანდა.
პორტალი "კვირა" კიდევ ერთი ისეთი ფაქტის შესახებ იტყობინება, რომელიც მოქალაქეებში თანადგომის სურვილის გაძლიერებას უწყობს ხელს: სტიქიისგან განადგურებულ ერთერთ სახლში მაშველმა ფული იპოვა და დააბრუნა.
"მზიურის" ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ისევ მონაწილეობენ. გიორგი ჩოხელის მიერ გადაღებულ ამ ფოტოებზე "მის საქართველო 2013", თამთა შედანიაა გადაღებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" 16 ივნისს, თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს გამოქვეყნებული ვარსკვლავის გახსნისა და კონცერტის ამსახველი ფოტოები ჯერ გამოქვეყნდა, ინტერნეტმომხმარებელთა კრიტიკის შემდეგ კი წაიშალა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „არჩევანში“ უპასუხა კითხვებს იმის სესახებ, იყო თუ არა სამაშველო ოპერაციის დროს კოორდინაციის პრობლემა უშუალოდ სტიქიის შემოტევის ღამეს და დაგვიანდა თუ არა რეაგირება მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებზე.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს სოციალურ ქსელებში უკრაინელები ეხმიანებიან და წერენ, რომ აქამდე არ ახსოვსთ, ჩინოვნიკის გამოსვლა ამდენჯერ შემწყდარიყო ოვაციებით.