ჟურნალისტების ამოღებული ბანერის ადგილას აღმართული საქართველოს დროშა ოკუპანტებმა ჩამოხსნეს (ვიდეო)

შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა და ოსური მხარის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს საქართველოს დროშა, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა და ადგილობრივებმა საოკუპაციო ბანერის ამოღების შემდეგ აღმართეს.

>>>

პრემიერი ხუმრობს, როგორც შეუძლია: "რუსთავის ციხეს ერთი ნაკლი აქვს - მიშა აკლია"

საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ რეფორმა სოზარ სუბარის მინისტრობის დროს დაიწყო. 

>>>

უკომენტაროდ: "ბაბაია, არა - კვანტი!" (ვიდეო)

სოცქსელებში პოპულარულია გივი ბერიკაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის "გურიანიუსთან" საუბარში რუსეთთან ურთიერთობას განიხილავს ცნობილი ანდაზის "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო" ჭრილში. დილიდან ამ ინტერვიუს პასუხად სწორედ ეს ვიდეო ვრცელდება, შესაბამისი სათაურით. 

>>>

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინება, რომ „ექსტრემისტებმა“ სამი ბანერი დააზიანეს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, ე. წ. პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ საქართველოში „საზღვრებთან დაკავშირებით დაწყებული ისტერია ავადმყოფობის საზაფხულო გართულებაა“.

>>>

რომან გოცირიძე: „ბრავო, ჟურნალისტებო!“

რომან გოცირიძე ჟურნალისტების მიერ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ბანერის ამოღების ფაქტს ეხმიანება და აღწერს, რატომ იყო გონივრული ეს აქცია სწორედ ჟურნალისტების მხრიდან.

>>>

ნოდარ ნათაძე ზვიად გამსახურდიას შესახებ: „დღევანდელი გადასახედიდან ზვიადის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო“

„სახალხო ფრონტის“ ყოფილი ლიდერი ნოდარ ნათაძე წერს, რომ ზვიად გამსახურდია არაფერს იშურებდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და გადაწყვეტილების მიღების უნარი ჰქონდა.

>>>

„ქოცებისთვის ნაცები „ფაქტიურად არ არსებობენ“, მაგრამ თან „სექტაა“, რომელმაც იცის წერა-კითხვა, კომპიუტერი, ინგლისური...“

ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან ხელისუფლების თანადგომას მხოლოდ „ყველაზე ბნელები და სინდისზეხელაღებულები“ გამოხატავენ, დანარჩენები კი „შუაშისტობენ“:

>>>

რომან გოცირიძე: სოხუმში „კოლინზის“ მაღაზიის გახსნას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს

რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ სოხუმში „კოლინზის“ მაღაზიის გახსნას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და „ბენეტონის“ მხრიდან ანალოგიური ქმედების დროს ამ ბრენდის თბილისის მაღაზიის გაფიცვას იხსენებს.

>>>

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ბანერების დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს

„სპუტნიკის“ ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ 14 ივლისს ცხინვალის ქუჩებში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უკავშირდება არა ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას, არამედ რუსულ სამხედრო ბაზებში სწავლების დაწყებას.

>>>

რუსმა სამხედროებმა 2008 წლის 15 ივლისს „კავკაზ-2008“, ხოლო 2015 წლის 15 ივლისს მასშტაბური საარტილერიო სწავლება დაიწყეს

15 ივლისს ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსულ ბაზებზე არტილერისტთა მასშტაბური სწავლება დაიწყო. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?