ჟურნალისტი, გადაცემა "2030"-ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ერთერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა.
გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი ზაზა დოლიძე დეტალურად იხსენებს ციხეში მისი ყოფნის პერიოდს და ამ დღეებში ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის შესახებ ამბობს, რომ სწორედ ბედუკაძე იყო ერთერთი, ვინც პატიმრებს სცემდა და სასტიკად აწამებდა.
„საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ეროვნული და უცხოური ვალუტა, საერთო ჯამში, დაახლოებით ათ მილიონ ლარამდე გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთ ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან მას შემდეგ, რაც ინკასაციის მანქანა ჯერ რადარებიდან გაქრა, შემდეგ კი ის მიტოვებული, ჩუღურეთის რაიონში იპოვეს.
25 ოქტომბერს, „განსხვავებულ აქცენტებში“ გამოქვეყნებული სკანდალური მიმოწერა ვლადიმირ ბედუკაძესა და ნინო ჯღარკავას შორის, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დამტკიცებული და რომელსაც ორივე მონაწილე უარყოფს, „განსხვავებულ აქცენტებს“ ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა.
"ძალიან მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო, მან დიდი საქმეები გააკეთა", - ეს განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა გოგი თოფაძემ "მაესტროს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის წევრთან" გიორგი კანდელაკთან დებატებისას გააკეთა.
ევროკავშირის დელეგაციამ და თბილისში აკრედიტირებულმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მედიაგარემოს.
"ვინც არ დაიცვა "რუსთავი-2", არა მგონია, რომ იყოს სწორი", - პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"- ს ლექსი მიუძღვნა.
გასული კვირის (18-25 ოქტომბერი) სატელევიზიო გადაცემების რეიტინგში, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს ჯამდება, პირველი 25 ადგილი "რუსთავი-2"-ის ეთერში გასულ სხვადასხვა გადაცემას უჭირავს, ხოლო საერთო რეიტინგში, თითქმის ერთნაირი მონაცემებით, "ვანოს შოუ" და "განსხვავებული აქცენტები" ლიდერობენ.
კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება. მისი გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ყოველდღე, 21:00 საათზე ყველა სუპერმარკეტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება.
დღეს დილიდან "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის კარზე და ფანჯრებზე ცოცხებია მიმაგრებული. სავარაუდოდ, ცოცხები გვიან ღამით, ეკა კვესიტაძის "განსხვავებული აქცენტების" ეთერში გასვლის შემდეგ მიამაგრეს.