იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა. მიზეზად მინისტრმა სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება დაასახელა.
ე.წ. კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს პატიმრობა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიესაჯათ. მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ 5 ყოფილ პოლიციელს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრებს პუტინის სპეცსამსახურები იწერენ და ნაწილ-ნაწილ აქვეყნებენ, რაც მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს ატარებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრემიერი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ასევე ყველა მხარეს მოუწოდებს პროცესის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ.
„ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენს კომპანიას, ჩვენი სიტყვის თავისუფლებას და ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსულ მოქალაქეებზე“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ გააკეთა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას პარალელურად, დაკითხვაზეა დაბარებული "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორიც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის დროს, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან იზორიამ საგანგებო განცხადება გააკეთა.
უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. გიგა ბოკერიას უწყება რამდენიმე წუთის წინ მიუტანეს.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერებს გვარამია-სააკაშვილისა და სააკაშვილი-ბოკერიას მონაწილეობით.
"ქვეყანაში ამ ფორმით პოლიტიკის ესკალაციით გარკვეული ძალები არიან დაინტერესებული და ეს უნდა დამთავრდეს. ხალხს არ შეუძლია ამ ყველაფრის მოსმენა. არაფრის ამგორებელი არაა არც ერთი და არც მეორე მხარე, მე ყველას მოვუწოდებ, ერთი ადგილი დააყენონ", -