
"ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა ყველანაირ მოლოდინებს, მაგრამ მე მაინც მინდა მივმართო მას და ერთი რჩევა მივცე: კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩისდროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს", -
განცხადება კიევიდან "რუსტავი-2"-ის ერთერთმა მფლობელმა გია ყარამანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების მიხედვით, "რუსთავი-2"-ში დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.
"მე გპირდებით, რომ მე მთელ რესურსს მომავალში დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თქვენ თვითონ აირჩიეთ", - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.