-
2015-11-06 11:21
"ზონდერ-ჟურნალისტი", შესაძლოა, არასწორად ვთქვი და უხეშად მოხვდა ყურს, გავრცელებული ფრაზაა და არაობიექტურ ჟურნალისტს აღნიშნავს", - ასე უპასუხა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს "ზონდერ-ჟურნალისტი".
შეგახსენებთ, მანამდე ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ "რუსთავი-2"-დან მხოლოდ "ზონდერ-ჟურნალისტები" გათავისუფლდებოდნენ. დღევანდელ ბრიფინგზე ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების გაშვებას არავინ აპირებს და მეტიც, თავად განზე გადგება, არ ჩაერევა მმართველობაში და მართვას განახორციელებენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. ხალვაშის თქმით, პროცესის საბოლოოდ მოგების შემთხვევაში, თავის წილებს სწორედ აქიმიძესა და დვალს დაუთმობს:
"თქვენი თავი არავის გაუთავისუფლებია. თუ ხართ ობიექტური, დარჩით, გააგრძელეთ მუშაობა და იყავით ბედნიერი, ვინ გიშლით ხელს?" - უთხრა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტს.