სირიის ქალაქ ხმეიმიმში განლაგებულ რუსეთის ავიაბაზას ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებულებმა საარტილერიო დარტყმა მიაყენეს, არის მსხვერპლი. ავიაბაზაზე შეტევა სწორედ იმ პროვინციაში (ლატაკია) განხორციელდა, სადაც რუსული სუ-24 ჩამოაგდეს.
რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გააუქმოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი თურქეთთან, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ცნობა "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯიბ ტაიპ ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლის სხვადასხვა ფრაგმენტი მოჰყავს „როიტერს“ - გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება ხელს არ აძლევს, მაგრამ რუსეთი ცეცხლთან თამაშს უნდა მოეშვას.
თბილისის 213-ე ბაღის ერთერთი აღსაზრდელის მამიდა ჰყვება ინციდენტზე, რომელიც გუშინ მოხდა, როცა ერთერთი ბავშვის ნასვამმა მამამ ბაღიდან შვილის გამოყვანის დროს მას ხელში იარაღი მისცა და უთხრა, ესროლა ყველასთვის, ვინც აბრაზებდა.
თბილისის 123-ე საბავშვო ბაღში, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს, გუშინ საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო დღეს სამართალდამცველები იმყოფებიან. ბაღების სააგენტოს შეატყობინეს, რომ ერთერთი ბავშვის ნასვამმა მშობელმა (მამამ) ბიჭს იარაღი მისცა და მოუწოდა, ესროლა მათთვის, ვინც აბრაზებდა.
რუსეთის უმაღლესი დუმის დეპუტატი მმართველი "ედინაია როსიას" პარტიიდან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების დაპყრობა და "დიდი რუსეთის" საზღვრების იმ სტატუსში აღდგენა, როგორიც ის 1945-91 წლებში იყო. "ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება", - განაცხადა ფედოროვმა.
კომპანია "ზედაზენმა" ბიზნესის ერონული ჯილდო ერთდროულად ორ ნომინაციაში მიიღო. ის საუკეთსო კომპანია გახდა და ამავე დროს, ჟურნალისტების რჩეული კომპანიის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
თურქეთთან მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, დღეს რუსეთს არ ჰყავს მოკავშირეები შავი ზღვის აუზში. მეტიც: შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყნიდან სამი (თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) ნატოს წევრი, ხოლო ორი (უკრაინა, საქართველო), პრაქტიკულად, წევრობის კანდიდატია.
სავარაუდოდ, ქმრის ეჭვიანობა გახდა ნოვოსიბირსკში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი: ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის ოქსანა ბობროვსკაიას ქმარმა მანქანაში, სადაც ცოლთან ერთად იმყოფებოდა, ხელყუმბარა ააფეთქა.
CNN-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი მხრიდან C-400-ის გამოყენება თურქული თვითმფრინავების წინააღმდეგ აღქმული იქნება, როგორც აგრესია.