
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოშია — გამყრელიძე
- 2020-03-22 14:33
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ პაციენტის პასუხი დღეს, 22 მარტს გამთენიისას გახდა ცნობილი ლუგარის ცენტრში, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი ატარებს ჩაღრმავებულ ეპიდკვლევას, კონტაქტების გამოსავლენად.