-
2014-11-12 15:24
პეკინის #14-ში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსების ავტორები გმობენ ძალადობას და სხვადასხვა ფაქტებს იხსენებენ. მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც არიან.
„იცით, ვის მინდა ვაგინო?! მთელი გულით... აი იმ ხალხს, რუსთავში ლეკვის ჩაქოლვაზე ერთი ამბავი რომ ატეხეს და მოკლულ ტრანსგენდერზე ღირსიაო, რომ ამბობენ.
თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვტ...ნ მე!!! ვინ დაგზარდათ და სად?!", - წერს მსახიობი დუტა სხირტლაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მსახიობმა თინა მახარაძემ კი თავისი მოსაზრება ვიდეოპოსტით დააფიქსირა.
„მე მგონი, იცით მაგ კაცს რა შეეშალა თავის დროზე? მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო: აი, რომ დაეწერა - არა კაც, ქალ, ტრანს და ასე შემდეგ - კლა, მაშინ O.K., გავიგებდი, მაგრამ მიაფუჩეჩა...", - ამბობს მსახიობი.