-
2014-01-26 12:31
გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ევრომაიდნის აქტივისტებმა „უკრაინული სახლიდან“ გამოდევნეს ბერკუტელები, გავრცელებული ინფორმაციით, შენობის სახურავზე სნაიპერის საფარი იპოვეს.
ჯერჯერობით ეს ინფორმაცია მხოლოდ ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში ვრცელდება, თუმცა ამის შესახებ საგანგებო განცხადების გაკეთებას ოპოზიციის ლიდერებიც აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია კალაშნიკოვის ავტომატისა“ და სიმონოვის კარაბინის ვაზნები. სახურავზე დარჩენილი საბრძოლო მასალა „ავღანეთის კავშირის“ წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც ევრომაიდანზე სწრაფად გავრცელდა ხმები, რომ სნაიპერი, რომელმაც სამი აქტივისტი მოკლა, სწორედ „უკრაინული სახლიდან“ ისროდა.
შეგახსენებთ, რომ „უკრაინული სახლის“ შტურმი გუშინ გვიან ღამემდე გრძელდებოდა და ის, საბოლოოდ, აქტივისტებმა დაიკავეს. უკრაინის შსს აცხადებს, რომ ძალოვნებმა შენობა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დატოვეს. შენობიდან „ბერკუტის“ განდევნის შემდეგ ევრომაიდნელებმა შიდა არეალი წესრიგში მოიყვანეს, რისი ამსახველი ვიდეოც ინტერნეტში უკვე ვრცელდება.
შენიშვნა: ფოტო ერთვის თემის ილუსტრირებისთვის