
ამ წუთებში სიტუაცია დაიძაბა კიევში, სადაც დაახლოებით 5.00–მა დემონსტრანტმა „უკრაინულ სახლს“ შეუტია. „უკრაინული სახლი“ კიევში, ევროპის მოედანზეა და იქ „ბერკუტია“ განთავსებული.
„ბერკუტმა“ სპეცსაშუალებები გამოიყენა, რადიკალურ ქმედებებს მიმართავენ ევრომაიდნელებიც, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყენებენ. უკვე გამოჩნდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები. ისმის შეძახილები: "Ганьба!"; "Банду геть!" ; "Слава Україні - героям слава!".