
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „პოზიცია“, „რუსთავი2“-ის ეთერში აცხადებს, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა ვანო მერაბიშვილი ე. წ. მატროსოვის ციხეში მოათავსეს.
„მე ვფიქრობ ჩვენ მაშინ დავუშვით შეცდომა, როცა ვანო მერაბიშვილი მოთავსდა „მატროსოვის ციხეში“ და არა იმ მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც დიახაც, კამერებია მათი დატოვებული და ეს მარტივად შემოწმდებოდა“, -აღნიშნა თეა წულუკიანმა.