
„ზეწოლა რომ ყოფილიყო გიგი უგულავაზე, დღეს ის ალბათ ციხეში იქნებოდა“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, სასამართლო საქართველოში თავისუფალია და მოსამართლე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს: „გიგი უგულავაზე რაიმე სახის ზეწოლა რომ ყოფილიყო, ის დღეს ციხეში იჯდებოდა, მაგრამ მას უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და არ ზის ციხეში.
ეს იმიტომ ხდება, რომ მოსამართლემ ჩათვალა ასე საჭიროდ. მე არ ვფიქრობ, რომ მსგავსი სიტუაცია პოლიტიკურად დამაზარალებელია“, - აღნიშნა წულუკიანმა.