-
2014-01-24 22:21
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე პრემიერს ისე წარუდგინა, მისი ნასამართლობის შესახებ არაფერი იცოდა. განცხადება წულუკიანმა გადაცემაში „პოზიცია“ გააკეთა.
„მე არ ვიცი, ჩემი მხრიდან ეს დადებითია თუ უარყოფითი რაც მე პოლიტიკურ პროცესში შემოვედი, არ მითქვამს ისეთი რამ, რაც არ არის სიმართლე და მე ამ პრინციპს ვერ ვუღალატებ.
აქედან გამომდინარე, მე ცალსახად ვთქვი, რომ მე ბატონ ოთარს არ ვიცნობდი, მე ის წარვუდგინე პრემეირს და სამწუხაროდ, ისიც აღმოჩნდა ჩემთან ერთად იმ სიტუაციაში, რომელსაც ჰქვია ბატონი ფარცხალაძის წარსული ნასამართლობა.
არის თანამდებობები, სადაც მოხსნილი გაქვს ნასამართლობა, ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაბილიტაციის საშუალება და შეიძლება იგი მუშაობდეს, მაგრამ არა მთავარი პროკურორის შემთხვევაში, იმიტომ რომ, როცა შენ სჯი სხვებს, თავად არ უნდა იყო დასჯილი წარსულში.
მორალური უფლება მას არ ჰქონდა, მე ასე ვფიქრობ და იმას, რომ ეს ასეა, თავად ფარცხალაძეც იზირებდ, როგორც ჩანს“,- განაცხადა წულუკიანმა.