
"ვნახოთ, რომელს უფრო მეტი შეარი ექნება", - თავისი მობილურის ვიდეოკამერის ჩართვის შემდეგ ასე უპასუხა გოგონამ მოქალაქეს, რომელიც გოგოს კუთვნილი "მერსედესის" ტროტუარზე დაყენებასა და მისთვის გადაადგილების შეზღუდვას აპროტესტებდა. თავის მხრივ, მას მოქალაქეც უღებდა.
არაა ცნობილი, გაავრცელა თუ არა მის მიერ გადაღებული ვიდეო გოგონამ, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს თანამშრომელი თათა ვაჩნაძე აღმოჩნდა, ხოლო მოქალაქემ, რომელიც მას უღებდა, ვიდეომასალა "იუთუბზე" განათავსა.
ვიდეოში მოქალაქე პრეტენზიით მიმართავს "მერსედესის" მძღოლ გოგოს, რომ ის მანქანით შეეხო მაშინ, როცა ტროტუარზე იდგა და აიძულა, ღობემდე გაწულიყო. "და რა, ვზღუდავ შენს უფლებებს? ნერვებს მიშლი", - ეუბნება მას "მერსედესის" მძროლი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა მანქანა ადგილიდან გაჰყავს, მოქალაქეს, რომელიც გადაღებას აგრძელებდა, შუათითს უჩვენებს.