რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში

Image

27 წლის დიანა  ორი თვეა რაც თურქი პატარძალია და თურქეთში გათხოვილი ქართველი გოგონების მიმართ  გამოქვეყნებულმა უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა.

 

იგი საკუთარ ისტორიას ყვება.

 

„16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემზე ათი წლით უფროსმა - გელამ მომიტაცა. მამამ უკან არ მიმიღო და ასე გავხდი მეზობელი სოფლის პატარძალი. ერთ კვირაში მიხვდი, რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი, რადგან ქმარი ხშირად სვამდა და მის მშობლებთან ერთად შეშინებული ველოდებოდი როდის გადაწყვეტდა დაძინებას.

 

ჩემს მშობლებს კი არც აინტერესებდათ, ერთი შვილი შესანახად მოაკლდათ და სანახავადაც კი იშვიათად მოდიოდნენ. მეუღლეს მუშაობა არ ეზარებოდა, მამამთილიც მუშაობდა და არ გვიჭირდა, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთ დღეს მამამთილი დაიღუპა.

 

ისედაც მძიმე ხასიათის გელა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. მე და დედამისს საშინლად გვექცეოდა, ხანდახან ფიზიკურადაც გვისწორდებოდა. უკვე ორი შვილი მყავდა და ბავშვებისაც არ ერიდებოდა. ჩვენი სახლიდან სულ წივილ-კივილის ხმა გადიოდა.

 

ერთ დღეს მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ერთ-ერთ ჩვენ სოფლელს რთველში მუშები სჭირდებოდა. სულ სამი დღე უნდა გვემუშავა და დღეში 15 ლარს გადაგვიხდიდნენ. ვთხოვე, რომ მის ქმარს გელასთვის ეთქვა, მე ვერ გავბედე, ვიცოდი, საშინელ დღეში ჩამაგდებდა.

 

დამთანხდა, მაგრამ პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო. მოვკიდე ბავშვებს ხელი და შუაღამეს მშობლებთან დავბრუნდი. მას შემდეგ ჩემთვის აღარ მოუკითხავს.

 

... მეზობლის ქალთან ერთად სამუშაოდ თურქეთში წავედი.  ორი წელი ვმუშაობდი თურქეთში, ენაც კარგად ვისწავლე და ერთ სასტუმროში მოვეწყე მზარეულად. მეპატრონე 50 წლის ქვრივი თურქი კაცი იყო. ორი შვილი ჰყავდა.

 

პირველივე ნახვისას მოვეწონე და ერთ თვეში უკვე ცოლად გაყოლა მთხოვა. თავიდან ჩემი ისტორია დავუმალე, მაგრამ ბოლოს ვუთხარი, რომ ორი შვილი მყავდა საქართველოში და მათ მიტოვებას არ ვაპირებდი.

 

ვერ წარმომედგინა თურქზე გათხოვება.  ძალიან თბილად მექცეოდა. საჩუქრებითაც მანებივრებდა და არასოდეს უთხოვია, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი. სამი თვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ორი კვირა ვაპირებდი გაჩერებას და ჩამომაკითხა. მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა და თანხმობის მიღების შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა.

 

მეზობლები შოკში ჩავარდნენ, საშინელებები მითხრეს, ადრე თურქების ხასები რომ არ გამხდარიყვნენ, ქართველი გოგონები კლდიდან ხტებოდნენ და ახლა თქვენ უგორდებით ლოგინშიო. - ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი.

 

ჩემი მომავალი მეუღლე ერთ კვირაში რამდენიმე ნათესავ მამაკაცთან და ერთ ქალთან ერთად ჩამოვიდა და პატარა ქორწილი გადავიხადეთ საქართველოში. ასე გავხდი თურქი პატარძალი.

 

ახლა ჩემი ქმრის სამშობლოში ვცხოვრობ და ერთი კვირით ჩამოვედი საქართველოში შვილების სანახავად. მომავალ წელს ბავშვებს აუცილებლად წავიყვან. რაღაც პატარა პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი, მათ სწავლასთან დაკავშირებით.

 

მანამდე კი არაფერს ვაკლებ და მშობლებს ეკონომიურადაც ვეხმარები. ახლა აღარ ვმუშაობ, ჩემი ქმრის შვილებს ვზრდი და ბედნიერი ვარ. ქმარი პატივისცემით მეპყრობა, იმის არ მეშინია, რომ ღამე ნასვამი მოვა და ფიზიკურად გამისწორდება.

 

მათთვის კი ვინც ქართველ გოგონებს თურქეთში გათხოვების გამო ლანძღავენ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, როგორ ექცევიან ცოლებს და თავად თუ მიიყვანდნენ განათხოვარ, ორშვილიან გოგონას ცოლად, თორემ ბედნიერებას თურქთან იპოვი თუ გერმანელთან რა მნიშვნელობა აქვს,“ - დასძინა დიანამ.

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !