-
2014-10-14 14:31
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა ცხელი უთო გამოიყენეს და მამაკაცს დაზიანებები მიაყენეს. ფაქტის შესახებ "რუსთავი-2" იუწყება.
სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მამაკაცი თავდამსხმელებმა სასტიკად აწამეს. შემთხვევა კვირას მოხდა, თუმცა ოჯახი მომხდარს აქამდე არ ახმაურებდა.
მეზობლების ინფორმაციით, ნიღბიანი თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ. დაზარალებულის ცოლი ამბობს, რომ მის მეუღლეს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს და ცხელი უთოთი დაზიანებები მიაყენეს.
ოჯახი ძარცვას უარყოფს, თუმცა მეზობლების ცნობით, ყაჩაღებმა სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26