„აფხაზეთის ხმას“ შეატყობინეს, რომ ამ დროისთვის თევდორე მღვდლის ქუჩაზე სახანძრო რაზმები და პოლიციაა მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში გაჩნდა, სადაც დევნილები არიან შესახლებული. აქ შესახლებულებმა გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად აქცია არაერთხელ გამართეს, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებთან და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, თითქმის მთლიანად დამწვარია.