-
2014-10-14 13:10
დღეს დილიდან ეკლესიაში მისულ ტაძრის მსახურებს და მრევლს ტაძარი დარბეული დახვდათ.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ მრევლის ერთ-ერთმა წევრმა შეატყობინა, შენგრეულია ეკლესიის კარი, ჩამოყრილი და გათელილია ხატები, ამოტრიალებულია საკურთხეველი.
მათივე თქმით, მომხდარს ეკლესიის მოძღვარს უმალავდნენ, რადგან ავადმყოფობს და მის მდგომარეობას უფრთხილდებოდნენ: "შენგრეულია ეკლესიის კარი,ჩამოყრილია და გატელილია ხატები,ამოტრიალებულია საკურთხეველი...", - გვწერს მრევლის წარმომადგენელი.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
წმინდა ბარბარეს მოქმედი ეკლესია ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, (31 ქარხნისკენ მიმავალ გზაზე) მდებარეობს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26