
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას გადაცემას აკრიტიკებს.
„ეს გადაცემა, სტუმრების შერჩევა, აუდიტორიის ბალანსი, უფრო სწორად დაუბალანსებლობა, იყო პირდაპირ მონობის პროპაგანდა, შავის თეთრად წარმოჩენა.
ამ ერთი ქალბატონის აზრის ჩაქოლვა, დაცინვა, აბუჩად აგდება კომუნისტური პარტიის დანამატი ინტელიგენციისგან სულ არ გამკვირვებია! უბრალოდ, ძალიან ცდება ბიძინამდიდარი! საბედნიეროდ, ჩალით არ არის დახურული ყველაფერი!! ამას ძალიან მალე ნახავთ!!“, -წერს დეპუტატი.
„რეაქციის“ თემა მოსკოვში „თბილისობის“ აღნიშვნა იყო.