-
2014-01-21 16:24
ვანო მერაბიშვილი საკნიდან უცხადებს თანაგრძნობას მეუღლეს, თაკო მერაბიშვილს. - ამის შესახებ მან განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა.
განცხადების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა:
"ყაჩაღმა პროკურორმა და ნარკომანმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღასრულეს ის მუქარა, რომელიც ჩემი ციხიდან გაყვანის პერიოდში არსებობდა. ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა, უსუსური ქცევა.
ყველამ დაინახა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია. ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი პატარა ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან. ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში.
ზეწოლა ხდება ჩემს ნათესავებზე, მათ შორის ბიძაჩემის პროცესი ამ დროისათვის მიმდინარეობს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ამით გამტეხავენ და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ დაიწყეს პატარკაცული ქმედებები", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი მთავარმა პროკურატურამ "გირგვლიანის საქმეზე" დაკითხვის მიზნით დღეს მესამედ დაიბარა.